უკრაინელების 97%-ს რუსეთზე გამარჯვების სჯერა - კვლევა
უკრაინელების 97%-ს სჯერა უკრაინის რუს ოკუპანტებზე გამარჯვების. ამის შესახებ თებერვლის დასაწყისში, IRI-ს დაკვეთით, სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში ვკითხულობთ.
კითხვაზე: "გჯერათ, რომ უკრაინა ომს მოიგებს?" - გამოკითხულთა 82%-მა აირჩია პასუხი: "აუცილებლად დიახ", ხოლო კიდევ 15%-მა - "უფრო სავარაუდოა, დიახ."
1%-ზე ცოტა მეტს არ სჯერა უკრაინის გამარჯვების.
დანარჩენ რესპონდენტებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ.
უკრაინის გამარჯვების ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთში სჯერათ (87%).
ასაკობრივი თვალსაზრისით, უკრაინის გამარჯვებაში ყველაზე მეტად დარწმუნებული 18-35 წლის მოქალაქეები (98%) არიან.
სოციოლოგიური კვლევა 1-5 თებერვალს მთელ უკრაინაში ჩატარდა, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების გარდა.
სატელეფონო ინტერვიუებით 18 წლის და უფროსი ასაკის 2000 ადამიანი გამოიკითხა.