უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

25 აპრილს ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო სარდლობის "ვოსტოკის" პრესცენტრი ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა ორადგილიანი გამანადგურებელი Su-34", - ნათქვამია განცხადებაში.

25 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსი დამპყრობლების დანაკარგები ასეთია: 21.9 ათასი ჯარისკაცი, 884 ტანკი, 181 თვითმფრინავი, 154 ვერტმფრენი და 201 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი. 

მსგავსი სიახლეები