უკრაინელებმა ყირიმში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი დაბომბეს

ე.წ. "ყირიმის ხელმძღვანელმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ჯანკოის რაიონში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. ამავდროულად, მისი თქმით, ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდეს.

"ყირიმის ცაზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა." - წერს აქსიონოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა ჯანკოის რაიონში რკინიგზაზე და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე მოძრაობა შეაჩერეს.

გარდა ამისა, აფეთქების ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

მისი თქმით, ყირიმში მდებარე საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის.

მსგავსი სიახლეები