უკრაინელი გენერალი: დატყვევებულ რუსებს მშობლებთან დარეკვის საშუალებას ვაძლევთ

 

უკრაინელი გენერალ-მაიორის ბორის კრემენეტსკის თქმით, დაახლოებით 200 რუსი ჯარისკაცია ტყვედ აყვანალი, რომელთა უმრავლესობა ცუდად შეიარაღებული იყო.

"მათი ნაწილი 19 წლისაა, გაუწვრთნელი და ცუდად აღჭურვილი. ჩვენ მათ ისე ვექცევით, როგორც ეს ჟენევის კონვენციის მიხედვით არის დადგენილი" - განაცხადა კრემენტსკიმ

მან ასევე დაამატა, რომ ყველა მათგანს აქვს მშობლებთან დარეკვის უფლება და იღებენ საკვებსა და წყალს. 

გენერალ-მაიორის თქმით, ამერიკისგან მიღებული დახმარება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უკრაინას კვლავაც მეტი ესაჭიროება, რაზეც იგი პარტნიორებთან მუშაობს. 

მსგავსი სიახლეები