უკრაინელი სამხედროები აშშ-ში Patriot-ებზე წვრთნას უახლოეს დღეებში დაასრულებენ

შეერთებულ შტატებში მყოფი უკრაინელი სამხედროები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე წვრთნას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ამის შესახებ 21 მარტს პენტაგონის ოფიციალური პირზე დაყრდნობით "ამერიკის ხმამ" განაცხადა.

მისივე თქმით, წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ევროპაში გაემგზავრებიან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად დასკვნითი წვრთნები გაიარონ.

გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკრაინაში "მომავალი კვირებში" ჩავა.

"ამერიკის ხმის" უკრაინული გამოცემის ჟურნალისტმა ოსტაპ იარიშმა, რომელიც ოკლაჰომაში ფორტ სილის სამხედრო ბაზას ეწვია, ასევე თქვა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის ცის დაცვას Patriot-ის ორი ბატარეა დაიწყებს.

კონტექსტი

აშშ-მა 2022 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავდა Patriot-ის ბატარეას.

2023 წლის 5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ Patriot-ის ბატარეას უკრაინას ასევე გერმანია გადასცემს.

20 იანვარს, ნიდერლანდების მთავრობის დოკუმენტებში გამოჩნდა ინფორმაცია, ამ ქვეყნის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვების მიწოდების შესახებ.

16 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების 100-კაციანი ჯგუფი შეერთებულ შტატებში წვრთნებზე ჩავიდა.  

მსგავსი სიახლეები