უკრაინელი სამხედროების 10 ეკიპაჟი ესპანეთში Leopard 2-ებზე წრთვნას ამ კვირაში დაასრულებს
ამ კვირაში, სარაგოსაში, 10 უკრაინელი სამხედრო ეკიპაჟი ასრულებს Leopard 2 A4-ის ტანკებზე წრთვნას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე 13 მარტს განაცხადა.
"ოთხი კვირის განმავლობაში მათ მიიღეს ტექნიკური და ტაქტიკური მითითებები ოპერატიული დანაყოფების ჩამოყალიბებისა და ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად", - წერს სამინისტრო.
პირველ ეტაპზე უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან 140-მდე თანამედროვე ტანკს მიიღებს. "სატანკო კოალიციაში" ახლა 12 სახელმწიფოა.
ამ ტანკებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნები, ესპანეთის გარდა, პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.