უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული დრონი ჩამოაგდეს
19 აპრილს უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი "Горизонт Эйр S-100" და "Орлан-10" ჩამოაგდეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლობის პრესსამსახური იტყობინება.
"უპილოტო საფრენი აპარატები გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემებით Stinger-ით და Starstreak-ით ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მტრის საკმაოდ ძვირადღირებული საჰაერო სადაზვერვო საშუალებების ოსტატურად ჩამოგდებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე საჰაერო-სადესანტო ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა.