უკრაინის არმიამ სუმის რეგიონში 96 რუსული ტანკი და 20 'გრადი' გაანადგურა

28 თებერვალს, სუმის რეგიონში, ლებედინის მახლობლად უკრაინელმა სამხედროებმა ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატებით თითქმის 100 რუსული ტანკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპერატიული სარდლობა "ჩრდილოეთის" პრესცენტრმა გაავრცელა.

"საარტილერიო ცეცხლით და ბაირაქტარის ზუსტი დარტყმებით განადგურებულია მტრის 96 ტანკი, 20 'გრადი', ასევე ლებედინის მახლობლად დაიწვა რვა საწვავის მანქანა, რომელსაც რუსები ბენზინგასამართ სადგურად იყენებდნენ", - აცხადებენ პრესცენტრში.

ქალაქი სუმი რუსეთის ინტერვენციის დაწყების დღიდან მასიური შეტევის ობიექტია. უკრაინელები ქალაქის დაცვას წარმატებით ახერხებენ.

მსგავსი სიახლეები