უკრაინის გვარდიის მეთაური: აზოვის მეთაურები ბრძოლაში მალე ჩაერთვებიან

ალექსანდრ პივნენკოს თქმით, სამშობლოში დაბრუნებული პოლკ აზოვის მეთაურები უკვე ემზადებიან და მალე ჩაერთვებიან საომარ მოქმედებებში. 

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა Украинскaя правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"აზოვის მეთაურები ემზადებიან და მალე მიიღებენ დავალებებს, როგორც სხვები. ჩემთვის არანაირი აკრძალვა არ არსებობს, არავის უთქვამს, რომ ვიღაცები იბრძოლებენ და ვიღაცები არა, მით უმეტეს, რომ მე არ ვწყვეტ ვინ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში",- განაცხადა პივნენკომ. 

ალექსანდრ პივნენკო ეროვნული გვარდიის მეთაურად 8 ივლისს, აზოვის მეთაურების სამშობლოში დაბრუნების დღეს დაინიშნა. 

ჟურნალისტების კითხვაზე არის თუ არა ცნობილი როდის ჩაერთვება დენის პროკოპენკო საბრძოლო მოქმედებებში პივნენკო პასუხობს - "ვითარებას გააჩნია, შესაძლოა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ვნახოთ..."

კონტექსტი 

8 ივლისს თურქეთში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშობლოში მასთან ერთად ბრუნდებოდნენ 'აზოვსტალის მცველები."

აზოვისა და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურები უკრაინამ პუტინის ახლობელ ვიქტორ მედვედჩუკში გასული წლის შემოდგომაზე გაცვალა. 

ამ დროის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები