უკრაინის მთავრობამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოიღო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 17 ივნისს გამართულ სხდომაზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა Telegram-ზე განაცხადა.
"ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირებს რუსეთთან. ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხეების დასაძლევად მთავრობამ, უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, ახლახან მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმზე შეთანხმება შეწყვიტოს", - წერს უკრაინის მთავრობის მეთაური.
ახლა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უკრაინაში შესასვლელად ვიზების აღება დასჭირდებათ. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1 ივლისიდან შევა.
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.