უკრაინის საზღვაო ძალები: შავ ზღვაში განადგურებულია რუსეთის კატერი Тунець-ი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კატერის КС-701-ის (Тунець) განადგურების შესახებ იუწყებიან. 

ЗСУ-ს საზღვაო ძალებმა ოფიციალური შეტყობინება ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნეს

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტების კატარი განადგურების მომენტში აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთში მოძრაობდა. სხვა დეტალებს უწყება არ ახმაურებს. 

კონტექსტი 

გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და სცეპსამსახურებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სევასტოპოლის სამხედრო პორტზე ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. 

წარმატებული შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემმა "Минск". გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას უკრაინულმა ძალებმა პირველად შეძლეს ოკუპანტების წყალქვეშა ნავის დაზიანება. 

წინასწარი ცნობებით, შეტევაში მონაწილეობდნენ როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო ძალების დანაყოფებიც.

უფრო მეტი წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები