უკრაინის შსს: ზმეინის კუნძულზე კონტროლი დავიბრუნეთ

 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რომელიც გუშინ რუსულ ძალებს ჰქონდათ ოკუპირებული. 

"უკრაინელი მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას განაგრძობენ", - განაცხადა შსს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ.

24 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კუნძულზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ, ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდანარეობდა. 

ზმეინის კუნძული ოდესის ოლქის შემადგენლობაში შედის. 

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. 

მიმდინარეობს რუსული სახმელეთო ინტერვენცია რამდენიმე ფრონტიდან.

ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის, ხარკოვის და ყირიმის ფრონზე იერიშის მოგერიება შეიძლეს. 

 

ბოლო ინფორმაციით, რუსულ საოკუპაციო ძალები კიევის დედაქალაქს მიუახლოვდნენ. სროლის ხმა ისმის კიევის სამთავრობო კვარტალში. 

მსგავსი სიახლეები