უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მტერი ამგვარ წინააღმდეგობას არ მოელოდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საბრძოლო მოქმედებების პირველი დღის შედეგები შეაჯამა. რეზნიკოვის თქმით, ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს ლუჰანსკისა და სუმსკის ოლქებში, რთული ვითარებაა კიევის ჩრდილოეთით და ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, სადაც რუსი ოკუპანტები ყველაზე მეტად დაწინაურდნენ. 

"მტერი არ მოელოდა ამგვარ წინააღმდეგობას",- ამბობს რეზნიკოვი. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მოხალისეობრივ რეზერვისტულ ტერიტორიული თავდაცვის არმიაში უკვე გაწევრიანდა ათასობით უკრაინელი. 

რეზნიკოვის თქმით, კრემლი ახალ შეტევას ამზადებს, "მაგრამ ჩვენი არმია მზადაა ღირსეულად დახვდეს ამ შეტევას. ჩვენ აქტიურად ვიღებთ ახალი ტიპის შეიარაღებას, ჩვენი პარტნიორებისგან, ეს დახმარება კიდევ უფრო მეტი იქნება. მსოფლიო რუსეთს უწესებს სანქციებს. უკვე ხვალ რუსეთის მოსახლეობა გაიგებს პუტინის სიშლეგის ჭეშმარიტ ფასს",- წერს რეზნიკოვი. 

 

მსგავსი სიახლეები