უკრაინული რებ-ის გამო რუსული პლანირებადი ბომბები სიზუსტეს კარგავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების დახვეწის გამო რუსული პლანირებადი ბომბები, რომელიც გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო არმიის ყველაზე ეფექტურ შეიარაღებად მიიჩნეოდა სიზუსტეს კარგავს. 

ამის შესახებ რუსი Z-ბლოგერები იუწყებიან, მათი თქმით, პლანირებადი საავიაციო ბომბების ეფექტურობის კლება უკვე აისახა ბრძოლის ველზე, კერძოდ ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ, რომელიც რუსეთის იერიშის მთავარი მიმართულებაა. 

საავიაციო ბომბების სიზუსტის დაკარგვის მიზეზად რუსი ბლოგერი ნიკით, Fighterbomber იმით ხსნის, რომ ფრონტის გაყოლებაზე უკრაინის რადიო-ელექტრონული სისტემების სიმჭიდროვე შესამჩნევად გაიზარდა, რაც შეუძლებელს ხდის სატელიტური კორექციის სისტემის გამოყენებას. 

ამ ფონზე შემცირდა სხვა შორეული შეიარაღების სიზუსტეც - "ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე აუცილებლად აღჭურვილია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემებით", წერს ბლოგერი. 

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში არამასირებული გამოყენებისას პლანირებადი ბომბი სამიზნეს შემთხვევით თუ მოხვდება. Z-პროპაგანდისტის ცნობით, პრობლემის მოგვარება შესაძლოა იმ შემთხვევაში თუ პლანირებადი ავიაბომბების მასირებული გამოყენება დაიწყება. 

ცოტა ხნით ადრე, მასირებული დარტყმების აუცილებლობაზე წერდა კიდევ ერთი Z-ბლოგერი. 

ბლოგერების მოსაზრებებს ადასტურებენ დამოუკიდებელი OSINT ანალიტიკოსები, რომლებიც პოკროვსკის მიმართულებით პლანირებადი ავიაბომბების გამოყენების სიხშირის მკვეთრ კლებაზე მიუთითებენ. 

კონტექსტი 

მართვისა და კორექციის მოდულით აღჭურვილი პლანირებადი ავიაბომბებს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები რუსეთის არმიის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შეიარაღებად მიიჩნევდნენ. 

სწორედ ამგვარი ბომბების ინტენსიური გამოყენებას მოიაზრებოდა საოკუპაციო არმიის წარმატების მიზეზად ქალაქ ავდიივკისთვის მიმდინარე ბრძოლებისას. 

ამგვარი ბომბებს რუსული არმია არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც იყენებდა, ძირითადად ფრონტთან ახლოს მდებარე ქალაქებში. გასული წლის ზაფხულში ვოლოდიმირ ზელენსკი პლანირებადი ბომბების გამოყენების ტაქტიკას მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკას ადარებდა. 

იმის შესახებ, რომ უკრაინულ არმიას არ ჰქონდა პლანირებად ავიაბომბების პრობლემის მოგვარების გზა წერდა უკრაინული ანალიტიკური პროექტი Deep State. 

მსგავსი სიახლეები