ულტიმატუმზე უარის შემდეგ ტრამპი ირანს "არნახული" დაბომბვით ემუქრება

ახალ ბირთვულ შეთანხებაზე უარის შემთხვევაში დონალდ ტრამპი ისლამურ რესპუბლიკას დაბომბვით ემუქრება.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი ირანს წარსულშიც არაერთხელ დამუქრებია, თუმცა ამჯერად მუქარები მისი ადმინისტრაციის მხრიდან ირანისთვის მიცემულ 2-თვიანი ულტიმატუმის ვადის ამოწურვას დაემთხვა და უფრო სერიოზულია, ვიდრე მანამდე.
- "თუ ისინი არ დაგვთანხმდებიან გარიგებაზე იქნება დაბომბვები, იქნება ისეთი დაბომბვები, რომელთა მსგავსიც აქამდე არ უნახავთ"- განაცხადა ტრამპმა.
Big Picture: გასულ ოთხშაბათს ომანის მეშვეობით თეირანმა ვაშინგტონს გადასცა წერილობითი პასუხი დონალდ ტრამპის მოთხოვნაც, რომელიც შეიცავდა მყისიერი მოქმედებების მუქარას, მათ შორის სამხედრო მოქმედებებს, იმ შემთხვევაში თუ ირანი უარს იტყოდა უარს ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე.
- ტრამპის ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც ირანი უარს ამბობს აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე.
- ამასთანავე, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა მზად იყოს არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
Context: გასულ კვირას სპარსეთის ყურის მახლობლად ამერიკულმა ფლოტის წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას სამხედრო აეროდრომზე გაიგზავნა B2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები.
- ამ ტიპის თვითმფრინავებს შეუძლიათ მრავალტონიანი საავიაციო ბომბების ტარება, რომლებიც ბუნკერისა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენება - ირანის ბირთვული ობიექტების უმრავლესობა მიწისქვეშ მდებარეობს.