უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა ბიბის ბრძანება Shin Bet-ის უფროსის გადაყენებაზე

ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა უსაფთხოების სამსახურის (Shin Bet) უფროსის გადაყენების ბრძანება, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე ერთხმად დაუჭირა მხარი ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტმა.
State Of Play: ეს ისრაელის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა - ებრაელი სახელმწიფოს თითქის 80-წლიან ისტორიაში ეს პრემიერის მიერ ქვეყნის უსაფთხოების მთავარი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევაა.
- ნეთანიაჰუს კაბინეტის გადაწყვეტილება რონენ ბარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კიდევ უფრო ამწვავებს ისრაელში არსებულ პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისს.
- ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოიქცევა ნეთანიაჰუ - კრიტიკოსების აზრით, პრემიერმა შესაძლოა უარი თქვას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე
Big Picture: ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი 2 თანაშემწის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომელშიც მათ ბრალი ედებათ კატარიდან დაფინანსების მიღებაში (ჰამას-ისრაელის ომის პერიოდში) და რომელსაც სწორედ ბარის უწყება ატარებს.
- ნეთანიაჰუს თანაშემწეებს ედებათ ბრალი უცხოეთის აგენტებთან თანამშრომლობასა და ფულის გათეთრებაში - საქმე ეხება კატარისგან დაფინანსების მიღებას, რის სანაცვლოდ პრემიერის აპარატის თანამშრომლები უნდა დახმარებოდნენ ისრაელის საზოგადოებაში კატარის დადებითი იმიჯის გავრცელებას
- სამართლებრივი სირთულეებიდან გამომდინარე ბარის გათავისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის გენერალური პროკურორი.
- ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეები Shin Bet-ის უფროსის გათავისუფლებას სახიფათო განვითარებად მიიჩნევენ, რაც შესაძლოა უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზებაში გადაიზარდოს და შეამციროს უწყების ეფექტიანობა.
Context: რონენ ბარსა და ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობა გასული 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ფუჭდებოდა - Shin Bet-ის უფროსის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ ნეთანიაჰუმ საჯაროდ გასულ კვირას თელ-ავივში გამოაცხადა. მომდევნო დღეს ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა - ამ დროს ბარი ოპერაციული ოთახიდან საჰაერო დარტყმების ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
- მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ ბარის გათავისუფლების მიზეზად მის მიმართ ნდობის არქონა დაასახელა - "ეს ყველაფერი 7 ოქტობერს დაიწყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის გადამწყვეტ მომენტებში სწორად მოიქცევა."
- პარალელურად Shin Bet-მა დაკითხვაზე დაიბარა ნეთანიაჰუს თანაშემწეები.
- ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს გარემოცვაში პოპულარულია შეთქმულების თეორია, რომ ბარმა იცოდა ჰამასის თავდასხმის შესახებ, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერის დაზიანების მიზნით ნეთანიაჰუს არ აცნობა.
ბარის თქმით, პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და მისი თანამდებობიდან დააზიანებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. გადაწყვეტილების პარალელურად თელ-ავივში პრემიერის ოფისთან 40-ათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
პარალელურად მიმდინარეობს სასამართლოები თავად ნეთანიაჰუს წინაღმდეგ - მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, ასევე მედიაზე ზეწოლასა და უფლებამისილების გადამეტებაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ აპირებს მისი საქმის პროკურორის გადაყენებას.