უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

27 მარტს უნგრეთის პარლამენტმა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ 24.hu წერს.

ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი 182-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ექვსი იყო. კიდევ 11-მა პარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტი კენჭს უყრიდა როგორც ფინეთის, ასევე შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დეპუტატებმა 27 მარტს დღის წესრიგში მხოლოდ ფინეთის საკითხი შეიტანეს, რისი მიზეზი არ არის განუმარტავთ.

Euronews-მა აღნიშნა, რომ უნგრელი დეპუტატები შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს "მოგვიანებით" განიხილავენ.

ფინეთის ნატოში გაწევრიანება ახლა თურქეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გენერალური ასამბლეა კანონპროექტს 14 მაისს, ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები