УП: რუსეთმა ჩრდილო კორეელებისგან “ბურიატის ბატალიონი” შექმნა
რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქეებისგან "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი” შექმნა. ამასთანავე, აღნიშნული ბატალიონის 18 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრიანსკის და კურსკის ოლქების საზღვართან იყვნენ განთავსებულები, გაიქცნენ.
ამის შესახებ გამოცემა უკრაინსკაია პრავდას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თანახმად, შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 7 კმ-ში მოხდა. პოზიციის მიტოვების მოტივაცია ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც ჯარისკაცებს ამ დრომდე ეძებენ.
ამასთანავე, გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი სამხედროები უმაღლეს სარდლობასთან აღნიშნულ ინფორმაციას მალავე.
კონტექსტი
საინფორმაციოს წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის არმიაში “ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონის” შექმნის თაობაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებისგან არის დაკომპლექტებული.
მათი რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 3000 ჯარისკაცს აღწევს.
გარდა მედიისა, ჩრდილოეთ კორეის ომში ჩართვასა და ჯარისკაცების გაგზავნაზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
პრეზიდენტის თქმით, მას წარუდგინეს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე "ფაქტობრივად ჩართულია" უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ოქტომბრის დასაწყისში უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის მახლობლად რუსეთის პოზიციებზე თავდასხმის შედეგად მოკლულია ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი.