"ვგეგმავ ტრამპთან საუბარს" - ბაიდენმა ტრამპზე თავდასხმის შესახებ ბრიფინგი ჩაატარა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ბრიფინგი ჩაატარა.
ჯო ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კავშირზეა საიდუმლო სამსახურებთან და ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მომდევნო საათებში დონალდ ტრამპთან საუბარს გეგმავს.
კითხვაზე კვალიფიცირდება თუ არა მომხდარი მკვლელობის მცდელობად ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ყველა ფაქტი ცნობილი არ არის, თუმცა მას აქვს პერსონალური შეხედულება. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის და მოუწოდა ყველას დაგმონ მომხდარი.
კონტექსტი
ცოტა ხნით ადრე ჯო ბაიდენმა მომხდარის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
ბედნიერი ვარ, რომ დონალდ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის (რედ. დონალდ ტრამპისთვის) მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მიტინგზე იმყოფებოდა.
პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან.
ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.
მალევე გავრცელდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შტაბის განცხადება, რომლის მიხედვითავ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ABC News-ის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ასევე მოკლულია როგორც მინიმუმ ერთი თვითმხილველი, ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი დაჭრილის შესახებ.