ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი საგარეო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრა, სადაც რეჯეფ-თაიფ ერდოღანს შეხვდება. 

ომის დაწყებიდან 500 დღის თავზე, უკრაინისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრა რამდენიმე თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის გამორჩეულია ნატოში ინტეგრაციის საკითხი. 

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინ, თურქეთის პოზიცია, უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

"თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დადებით,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ კოლეგასთან საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტი შვედეთის ნატოში ინტეგრაციის საკითხს წამოჭრის და ამ ნაბიჯის გადადმისკენ ერდოღანის დარწმუნებას ეცდება. 

ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, სადაც რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხს განიხილავენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის დახმარება და სამომავლო ინტეგრაცია, შვედეთის საკითხი და სამომავლო უსაფრთხოების ჩარჩოს ფორმირება იქნება. 

ვოლოდიმირ ზელენსკი უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას ესტუმრა, ბოლოს ჩეხეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს პიტერ პაველს შეხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები