უოლცი: ტრამპის გუნდი ეძებს გზებს, რათა სამუდამოდ დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ ტრამპის გუნდი ეძებს შესაძლო გზებს, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა ის მომავალში არ განახლდეს.

ამის შესახებ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"როგორ გამოიყურება წარმატება ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე? როგორ დავასრულოთ ომი? ვინ ზის მაგიდასთან? როგორ დავსვათ ყველა მხარე მაგიდასთან და რა არის შეთანხმების ჩარჩო? ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ. ფანტასტიკური გუნდით, რომელსაც ის (ტრამპი - რედ.) აგროვებს." - თქვა მან.

ამავდროულად, უოლცმა აღნიშნა, რომ დეტალებში შესვლას არ აპირებს.

მან ასევე თქვა, რომ მისი გუნდი ტრამპის ინაუგურაციამდე აქტიურ კოორდინაციაშია აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, რაც ეხება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მოლაპარაკებას.

"არჩევნების შემდეგ ყველა, ვინც ჩვენთან მოვიდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, პრეზიდენტი ზელენსკი... და სხვები... გადავიდნენ იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობდი: როგორ დავასრულოთ ეს კონფლიქტი, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა, შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა და იმედია ეს სამუდამო იქნება და არა უბრალოდ შეჩერება? სულ ამაზე ვფიქრობთ." - განაცხადა უოლცმა.

მსგავსი სიახლეები