WSJ: უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის იდეა პირადად ბაიდენმა დაბლოკა
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის იდეა პირადად პრეზიდენტმა ბაიდენმა დაბლოკა.
გამოცემის წყაროს ცნობით ბაიდენი შიშობდა, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა პუტინის პროვოცირებას გამოიწვევდა, რაც ომის შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნიდა.
________________________________________
ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატოს და კერძოდ აშშ-ს უკრაინის ცის ჩაკეტვას ან თვითმფრინავებით დახმარებას თხოვს. საქმე ის არის, რომ უკრაინელ პილოტებს მხოლოდ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ.
8 მარტს, პოლონეთის მთავრობამ MIG-29 ტიპის გამანადგურებლები უფასოდ გადასცეს აშშ-ს, ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდოა, რომ ეს წინა დღეებში აშშ-ის და პოლონეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომლის მთავარი მიზანიც პოლონეთის საკუთრებაში არსებული რუსული წარმოების თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა იყო
საკითხზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერმაც - მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი მზად არის თვითმფრინავები გადაიყვანოს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და სწორედ იქ გადასცეს თვითმფრინავები ამერიკულ მხარეს.
ამავდროულად, მორავიეცკიმ ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი ჯერჯერობით არ არის მზად დამოუკიდებლად იმოქმედოს და პირდაპირ გადასცეს თვითმფრინავები უკრაინას, მისი თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს.
მოგვიანებით პოლონეთის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის უწყება.
აშშ-ის თავდაცვის უწყება პოლონეთის მთავრობის წინადადებას გამოეხმაურა. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის წინადადება სერიოზულ ლოჯისტიკურ სირთულეებს შეიცავს:
"არ ვფიქრობთ, რომ ეს ვარიანტი გონივრულია."
ცოტა ხნით ადრე, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს გადასცენ მათ საკუთრებაში არსებული საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები.
პოლონეთის ეს განცხადება, უკრაინის მოთხოვნას უკავშირდება - ომის დაწყების მომენტიდან პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვას ან სამხედრო თვითმფრინავებს სთხოვენ.
საქმე ის არის, რომ უკრაინელ პილოტებს, მხოლოდ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, ასეთი - კონკრეტულად MIG-ის ტიპის თვითმფრინავები - ყოფილი ვარშავის ბლოკის ქვეყნებშია. მათ შორის ყველაზე მეტი MIG-ის ტიპის თვითმფრინავი პოლონეთს ჰყავს. თავის მხრივ, პოლონელებს ჩანაცვლების პრინციპით ამერიკული წარმოების F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიიღებდნენ.
"აშშ-ის გადაცემული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც უნდა აფრინდნენ ამერიკული/ნატოს სამხედრო ბაზიდან, იმ საჰაერო სივრცეში უკრაინის თავზე, რომელშიც დომინირებასაც რუსეთი ცდილობს, ქმნის დამატებით სირთულეებს მთლიანად ნატოს ალიანსისთვის", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ამავდროულად, პენტაგონში განმარტავენ, რომ აგრძელებენ საკითხზე მუშაობს პოლონეთის მთავრობასთან:
"ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ამ საკითხზე და იმაზე, თუ რა სირთულეებს შეიცავს ეს, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება გონივრულია."
პენტაგონის განცხადებამდე გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის მთავრობას წინადადების გასაჯაროებამდე ამერიკულ მხარესთან კონსულტაციები არ გაუვლია.
საბოლოოდ პენტაგონმა თვითმფრინავების გადაცემის იდეაზე უარი 10 მარტს განაცხადა.