ყირიმის ჩრდილოეთით რუსებმა სანგრების ორმაგი ხაზი ააგეს

ყირიმში, რუსული საგუშაგო "არმიანსკის" და პერეკოპის მიდამოებში, სანგრების ორმაგი ხაზი გაკეთდა. ამის შესახებ Радіо Свобода-ს პროექტი Схемы სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, 2022 წლის ნოემბერში თხრილების ხაზი უკვე შესამჩნევი იყო, მიმდინარე წლის მარტისთვის ის გაფართოვდა. ხაზები დაკავშირებულია თხრილებით, მათ შორის ჩანს სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი პოზიციები.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაზე მეტად ყირიმის ჩრდილოეთს ამაგრებს.

"ინფრასტრუქტურა საბრძოლო მზადყოფნაშია: ძლიერი სახმელეთო და საავიაციო კომპონენტი, რომელიც მდებარეობს ყირიმის ტერიტორიაზე, დაახლოებით 90 საბრძოლო თვითმფრინავი, დაახლოებით 60 საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მდებარეობს ყირიმის ტერიტორიაზე. შეიქმნა დაჯგუფება, თავდაცვითი დაჯგუფება, რომელიც ამჟამად აშენებს ფორტიფიკაციების, თავდაცვის ხაზის აღჭურვითაა დაკავებული", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ.

2022 წლის ნოემბერში ოკუპანტმა, "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით ყირიმში საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები