ზელენსკი: 12 მილიონმა უკრაინელმა დატოვა სახლები, მათ 95%-ს სახლში დაბრუნება სურს
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გამო 12 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, აქედან 5 მილიონი საზღვარგარეთ იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 მაისს, საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები, რომლებმაც 24 თებერვლიდან წავიდნენ თავიანთი სახლებიდან, "ნამდვილად არ არიან ლტოლვილები, ისინი იძულებით გადაადგილებული პირები არიან."
"რატომ არ არიან ისინი ლტოლვილები, რადგან ამ ადამიანებს - ჩვენი შეფასებით, 12 მილიონიდან 95-97%-ს სასწრაფოდ უნდათ სახლში დაბრუნება, ნებისმიერ მომენტში, როცა ეს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება. დღეს ჩვენი ქალაქები ხალხით ივსება. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებისა, რომ "საშიშიო, არ იჩქაროთ", ხალხი მაინც ბრუნდება. რატომ ვიზიარებ: არიან ლტოლვილები და დევნილები. რადგან კაცები დარჩნენ. ბაბუები, მამები, შვილები წავიდნენ ომში, მათი ცოლები, შვილიშვილები კი საფრთხის გამო წავიდნენ და დაბრუნება უნდათ. საკითხი მხოლოდ პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულში არ არის - ის არსებობს - საკითხი უსაზღვრო სიყვარულშია მათი კაცების მიმართ. შესაბამისად, ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ისინი დაბრუნდებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს "შეუძლიათ არ ეშინოდეთ" უკრაინიდან მიგრაციის ტალღის.
"მადლობელი ვართ დიდი მხარდაჭერისთვის, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ: თუ ვინმე არ ყოფილა უკრაინაში, ომის შემდეგ ყველას ვიწვევთ. თქვენ ნახავთ, რომ უკრაინაში ყველაფერია: ზღვა, მთები, ყველაფერი არის აქ. ძირითადად, ისე, როგორც თქვენთან, საფრანგეთში. და არის ოჯახი, სამუშაო. ასეთი რამ სხვა რამეში არ იცვლება, მხოლოდ ძალით შეიძლება ეს მოხდეს", - დასძინა ზელენსკიმ.