ზელენსკი: ბლინკენი და ოსტინი კიევში მოდიან
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვირას უკრაინაში ჩავლენ.
"ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლოს არ წარმოიადგენს, კვირას ამერიკიდან ხალხი გვეწვევა - ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდნი, რომ უსაფრთხოების პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტიც შედგება.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თეთრ სახლს ჯერ არ დაუდასტურებია.