ზელენსკი: ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს

ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდოს საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი ჭურვი არტილერიისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, ფონ დერ ლაიენთან ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების დაჩქარების საკითხი განიხილა, რადგან ისინი ფრონტის ხაზზე საჭიროა.

"უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესორი." - აღნიშნა მან.

ამასთან, ზელენსკიმ "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის დაწესებულ სავაჭრო შეზღუდვებს.

მისი თქმით, ვაჭრობის მსგავსი შეზღუდვები მკაცრი და პროტექციონისტულია. მისი თქმით, კიევი ელოდება ევროპულ "ძლიერ" გადაწყვეტილებებს მათ მოსახსნელად.

მსგავსი სიახლეები