ზელენსკი კელოგს ხვდება, თუმცა პრესკონფერენცია ამერიკილების თხოვნით გაუქმდა

კიევში უკრაინის პრეზიდენტის და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კეიტ კელოგის შეხვედრა დაიწყო, უკვე ცნობილია, რომ გაუქმა დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც შეხვედრის შემდეგ უნდა გამართულიყო. 

BBC-ის წყაროების ცნობით, ჟურნალისტები ცოტა ხნით დაუშვეს შეხვედრის გადასაღებად, თუმცა მალევე განუცხადეს, რომ პრესკონფერენცია არ შედგებოდა და სივრცე დაატოვებინეს. გამოცემის წყაროს ცნობით, პრესკონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით გაუქმდა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, ზელენსკის გარემოცვაში არსებობს განცდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეტაპობრივად აჩოჩებს საქმიდან კიტ კელოგს. 

კონტექსტი 

ტრამპისა წარმომადგენლისა და უკრაინელი პრეზიდენტის შეხვედრა კიევსა და ვაშინგტონს შორს უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. 19 იანვარს დონალდ ტრამპმამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ კრიტიკულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." 

ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%. 

ტრამპის განცხადებებზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. 

აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები გასულ ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ დაიძაბა, რომელშიც მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

კეიტ კელოგი უკრაინაში უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიჰას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის. 

მსგავსი სიახლეები