ზელენსკი კონგრესს: თუ ცის ჩაკეტვა ზედმეტია, გთავაზობთ ალტერნატივას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას მიმართა.

ზელენსკიმ კონგრესმენებს მოუწოდა, უკრაინის დასახმარებლად მეტი გააკეთონ.

მან ამერიკელებს კიდევ ერთხელ სთხოვა, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონა დააწესონ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ ამის გასაკეთებლად მზად არ იქნება, ის მათ ალტერნატივას სთავაზობს, რაც საჰაერო თავდაცვის იარაღის გადაცემას გულისხმობს:

რუსებმა უკვე ათასობით რაკეტა ესროლეს უკრაინას. ურიცხვი რაოდენობის ბომბი დამიზნებით ისროლეს, რომ ხალხი მოეკლათ. ამგვარი ტერორი ევროპას 80 წელია, არ უნახავს და ჩვენ ამაზე პასუხს მთელ მსოფლიოს ვთხოვთ. განა ზედმეტია, არასაფრენი ზონა მოვითხოვოთ?

თუ მართლა ზედმეტია, ალტერნატივას გთავაზობთ. იცით, როგორი თავდაცვითი სისტემა გვჭირდება, S300 და მსგავსი სისტემები... იცით, არტილერიაზე რამდენია დამოკიდებული.

 

მსგავსი სიახლეები