ზელენსკი მომდევნო დღეებში ტრამპთან სატელეფონო საუბარს აანონსებს

უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მომდევნო დღეებში დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი იგეგმება - საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება იქნება. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ RBK-Ukraine ავრცელებს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადუსტურა მზაობა პირადად შეხვდეს ვლადიმირ პუტინს. 

  • "რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და მათ მხარდაჭერას - ვიმედოვნებ, რომ ხვალ ან უახლოეს დღეებში ამ საკითხებს პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განვიხილავთ"- განაცხადა ზელენსკიმ. 

  • უკრაინელი პრეზიდენტის კომენტარამდე ცოტა ხნით ადრე მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა POLITICO და Financial Times. 

Big Picture: სავარაუდოა, რომ განხილვის მთავარი თემა პენტაგონის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული შეიარაღების გადაცემის დაპაუზება იქნება. 

  • უკვე მრავალი თვეა უკრაინა გამოთქვამს მზაობას შეერთებული შტატებისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი დანადგარები და საზენიტო რაკეტები შეიძინოს. 

  • ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე უკრაინელი ჟურნალისტის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ დასმულ კითვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული რაკეტები დეფიციტშია, მაგრამ "ნახავს თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი." 

Context: პარალელურად ამ წუთებში მიმდინარეობს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის რიგით მეექვსე ოფიციალური სატელეფონო საუბარი. 

Go Deeper: ტრამპის გარემოცვამ არაფერი იცოდა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე - Politico

მსგავსი სიახლეები