ზელენსკი: უკრაინა საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში.

ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ ცნობს საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების შედეგს, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე წარიმართება.

"უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა და უკრაინა უკრაინის გარეშე ჩატარებულ ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ თვლის. ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ რაიმე ან შეთანხმება ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს," - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზელენსკიმ თქვა, რომ, სავარაუდოდ, "იქ არის ორმხრივი გზა" და მისი თქმით, "აშშ-ს აქვს ამის უფლება, თუ მას აქვს ორმხრივი საკითხები."

"მართალი გითხრათ, ამაზე ადრეც საუბრობდნენ. უბრალოდ ახლა საჯაროდ დაიწყეს საუბარი. მაშინ ომის დროს აგრესორთან საუბარი ცუდ მანერებს ჰგავდა," - განახცადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრება.

"რაც შეგვეხება ჩვენ, ოფიციალური ვიზიტი გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში. ჟურნალისტებს და ყველას ესმით, რომ "ოფიციალური ვიზიტის" სტატუსი ერთ-სამ დღეში ვერ მოიპოვება. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ომის დროს ბევრი სხვადასხვა ვიზიტი მქონდა, მაგრამ ეს არის ოფიციალური სტატუსი," - თქვა მან.

მან განაცხადა, რომ ამას "არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ხდება საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების დონეზე."

"რა თქმა უნდა, მე ვკითხავ მის აღმატებულებას, მუჰამედს (საუდის არაბეთის პრინცი - რედ.), როცა საუდის არაბეთში ვიქნები, რა იცის ამის შესახებ," - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.

საუდის არაბეთში შეხვედრა იქნება პირველი მაღალი დონის პირდაპირი მოლაპრაკება რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის წლების განმავლობაში და ის, სავარაუდოდ, წინ უძღვის შეხვედრას პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის.

მსგავსი სიახლეები