ზელენსკი: უკრაინაში უკვე 29 დიპლომატიური მისია დაბრუნდა

უკვე 29 უცხოური დიპლომატიური მისია დაბრუნდა უკრაინაში. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე 2 მაისს გამოქვეყნდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორშაბათს კიევში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეპე კოფოდს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, უკრაინის ომის შემდეგ აღდგენის გეგმებს და ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"პროგრესს ვხედავ იმ შეთანხმებების იმპლემენტაციაში, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებზე იყო მიღწეული. მადლიერი ვარ. კარგი სიგნალები მივიღეთ. დანია თავის საელჩოს ხსნის ჩვენს დედაქალაქში. ეს უკვე 29-ე საგარეო მისიაა, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა", - აღნიშნა მან.

კოფოდმა პირადად მიიღო მონაწილეობა საელჩოს გახსნაში, რომელიც კიევში 2 მაისს დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები