ზელენსკი: ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია.
"უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ყოჩაღ! დეტალები მოგვიანებით!." - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ მედვედჩუკის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელბორკილები ადევს.
18 მარტს მედვედჩუკს უკრაინულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა იგი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.