ზელენსკიმ და ჯონსონმა უკრაინისთვის უფრო შორი დისტანციის იარაღის მიწოდება განიხილეს
"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის 5 მაისს სატელეფონო საუბარი შედგა," - ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა.
"მე მუდმივ კონტაქტზე ვარ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. დღეს მას მადლობა გადავუხადე უმაღლესი რადასთვის მიმართვისთვის. ასევე განვიხილეთ მომავალი ერთობლივი საერთაშორისო სამართლებრივი მოვლენები. შევეხეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ზოგიერთ საკითხს", - წერს ზელენსკი.
ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები. კერძოდ, ზელენსკიმ და ჯონსონმა ისაუბრეს "უფრო შორი დიაპაზონის იარაღის მიწოდებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის თავიდან ასაცილებლად".
"პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სანდო და დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო პროცესის მნიშვნელობას, რათა უკრაინაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და ბრიტანეთის მხარდაჭერა შესთავაზა ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთხელ ისაუბრებენ მომდევნო რამდენიმე დღეში“, - ვკითხულობთ ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე.