ზელენსკიმ პირველად გამოთქვა მზაობა დონბასში დემილიტარიზებულ ზონის შექმნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა პირველად გამოხატა მზაობა დონეცკის ოლქის ჯერ კიდევ უკრაინული არმიის მიერ კონტროლირებული ნაწილში დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეგიონიდან ჯარებს რუსეთიც გაიყვანს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ისაუბრა - ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა პრეზიდენტმა მედიას ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გააცნო. 

  • გეგმის მიხედვით, უკრაინა გამოთქვამს მზაობას განიხილოს დონბასში დემიტარიზებული, სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის არამხოლოდ იმ რაიონებში, რომლიდანაც უკრაინული ჯარები გავლენ, არამედ იმ დასახლებებშიც, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო არმია დატოვებს. 

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხრიდან ნებისმიერი მოცულობის ტერიტორიიდან გასვლას უნდა მოყვეს საოკუპაციო არმიის სარკისებური ზომები. 

ჩაშლილად: ჯერჯერობით უცნობია, თუ ჯამურად რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი, თუმცა ზელენსკის თქმით, დონეცკში დემილიტარიზებულმა ზონამ შეიძლება სლოვიანსკი-კრამატორსკის აგლომერაცია მოიცავს - უკრაინული არმიის მიერ კონტროლირებადი უმსხვილესი ქალაქები. 

  • გეგმის მიხედვით, დემილიტარიზებული ზონა პრაქტიკულად ბუფერის ფუნქციას შეასრულებს და ადმინისტრირებული იქნება საერთაშორისო ძალების მიერ. 

  • ამასთანავე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება რეფერენდუმის გარეშე. 

დიდი სურათი: გეგმის მიხედვით, საოკუპაციო არმია დატოვებს მიკოლაივის, ხარკივის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს, ხოლო ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებში ფრონტი არსებულ ხაზებზე გაიყინება. 

  • გეგმა ასევე ითვალისწინებს პოტენციური შეთანხმების შემდეგ არჩევნებისა და შესაბიმისი რეფერენდუმის მაქსიმალურად სწრაფად ჩატარებას. 

კონტექსტი: საყურადღებოა, რომ საუბარია უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებულ დოკუმენტზე, რომელზეც კრემლის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 

  • ამავე გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღის მიწურულს იგეგმება ვაშინგტონისა და მოსკოვის კონტაქტი. 

  • თავის მხრივ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დღეს ვლადიმირ პუტინს საჯარო გამოსვლებით დატვირთული დღე ექნება და რამდენიმე ღონისძიება გვიან ღამით გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები