ზელენსკიმ უკრაინაში სამხედრო წარმოების საერთაშორისო ალიანსის შექმნა გამოაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომ უკრაინა ქმნის სამხედრო მწარმოებლების საერთაშორისო ალიანსს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შეირაღების საწარმოებს ააშენებენ. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში დაწყებულ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ფორუმში მსოფლიოს 30 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო კომპანია მონაწილეობს. 

ზელენსკის თქმით, აღნიშნული კომპანიები იცავენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ აგრესიის მოგერიებას მთელ მსოფლიოში. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიზიტისას შეიარაღების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმება შედგა პრეზიდენტ ბაიდენთანაც. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალიანსს უკვე შემოუერთდა 38 კომპანია 19 ქვეყნიდან. 

მიმდინარე კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა Rheinmetall-მა მიიღო თანხმობა გერმანიის მთავრობისგან უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების, მომსახურებისა და შეკეთების ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. 

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას კიევში იმყოფებოდა საფრანგეთი თავდაცვის მინისტრი, რომლის დელეგაციაში შეიარაღების მწარმოებელი 20 ფრანგული შეიარაღების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები