ზელენსკიმ ზალუჟნის "ჯვარი საბრძოლო დამსახურებისთვის" გადასცა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გახდა პირველი სამხედრო, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "საბრძოლო დამსახურების ჯვარი" გადასცა. ამის შესახებ 6 მაისს სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდი იტყობინება.
"საბრძოლო დამსახურების ჯვრის პირველი მიმღები იყო ზალუჟნი, რომელმაც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დასაწყისიდან წარმატებით დააორგანიზა სახელმწიფოს დაცვა და პირადად ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირულ წინააღმდეგობას," - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე მიიღო ჯილდო:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი მოისიუკი;
- მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრ ოხრიმენკო;
- 72-ე მოტორიზებული ბრიგადის მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე კაპიტანი ვლადისლავ კალიევსკი;
- 72-ე მოტორიზებული ბრიგადის საბრძოლო მედიკოსი სერჟანტი დარია მაზურენკო.
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სიმამაცე და სიბრძნე, საბრძოლო ეფექტურობა უკრაინის ომში ყველა ჩვენს მოქალაქეს აძლევს გამარჯვების განსაკუთრებულ იმედს", - ნათქვამია ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ჯილდო "ჯვარი საბრძოლო დამსახურებისთვის" ზელენსკის 2022 წლის 5 მაისის ბრძანებულებით შეიქმნა.