ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება

დონალდი ტრამპი დაეჭვდა სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება და აკრიტიკებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი კუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. პოსტი იტალიის დედაქალაქში უკრაინელ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ცოტა ხანში გამოქვეყნდა.

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ ჰქონია არანაირი მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ქალაქების დასაბომბად. 

  • "ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა პუტინს სინამდვილეში არ სურს ომის დასრულება და ის უბრალოდ თავს იკატუნებს ჩემს წინაშე და ხომ არ არის საჭირო მასთან სხვაგვარად მოქმედება, მაგალითად, საბანკო სექტორის ან მეორადი სანქციების მეშვეობით",- წერს ტრამპი. 

  • პოსტში ამერიკის პრეზიდენტი New York Times-ის ერთ-ერთი რედაქტორის პიტერ ბეიკერის მიერ გამოქვეყნებულ სვეტს აკრიტიკებს, რომელიც თავის უკრაინის საკითხზე ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას ეძღვნება. 

  • ტრამპი წერს, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან რთული იქნება და მთავარ პრობლემად მისი დემოკრატი წინამორბედების "უუნარობას" ასახელებს. 

Big Picture: დღევანდელი პოსტი ბოლო თვეებში რუსეთსა და აშშ-ს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ სულ მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი რუს კოლეგას აკრიტიკებს. 

  • ტრამპი ინაუგურაციიდან მალევე დაემუქრა რუსეთს სანქციების გამკაცრებით და მეორადი სანქციების ამოქმედებით, მაგრამ სამშვიდობო პროცესის ინიცირების შემდეგ, მისი ადმინისტრაციის რიტოიკა მკვეთრად შეიცვალა და შესამჩნევად დუახლოვდა რუსეთისას. 
  • რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერდა, რომ "არ იყო ბედნიერი" რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით - "ვლადიმირ გაჩერდი!"- წერდა ტრამპი. 

Context: რომში გამართულ შეხვედრა დადებითად ახასიათებს ვოლოდიმირ ზელენსკიც - "ძალიან სიმბოლური შეხვედრა გვქონდა, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ ერთობლივ შედეგს მივაღწევთ. მადლობა დონალდ ტრამპს."

  • ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სამიტი იყო. 

 

მსგავსი სიახლეები