უკრაინელმა ჟურნალისტებმა დუბაიში კადიროვის ვილა იპოვეს
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დუბაიში ვილას ფლობს. ამის შესახებ ნათქვამია გამოძიებაში, რომელიც 30 მარტს Українська правда-მ გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების თქმით, მხოლოდ 2021-2022 წლებში კადიროვი 14-ჯერ ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. საჯარო ონლაინ რადარების მიხედვით, მისი პირადი თვითმფრინავი - Airbus A319, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $80 მილიონია, ამდენივეჯერ დაეშვა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
"თუ ამ თვითმფრინავის ყველა ფრენას გავაანალიზებთ, არ შეგვიძლია არ შევამჩნიოთ, რომ მისი "საშინაო" აეროპორტი არის გროზნოს აეროპორტი და ზუსტად კადიროვის რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი და შეხვედრები მოსკოვში ემთხვევა თვითმფრინავის ფრენებს. კადიროვის თვითმფრინავი ემირატებს თითქმის ყოველთვიურად სტუმრობს", - ნათქვამია გამოძიებაში.
Українська правда-ს წყაროები იუწყებიან, რომ კადიროვის ერთ-ერთი ვილა დუბაის ცნობილ ჯუმეირას პალმის ხეზე მდებარეობს.
ჟურნალისტებმა იპოვეს კადიროვის ახლო წრის არაერთი წარმომადგენელი, მათ ამ ადგილიდან ფოტოები სოციალურ ქსელებში თავიანთ გვერდებზე აქვთ გამოქვეყნებული.
კადიროვის ვილა, რომელიც ხუთვარსკვლავიანი Zabeel Saray Royal Residences-ის ტერიტორიაზე Palm Jumeirah-ში მდებარეობს, არის ორი უდიდესიდან ერთ-ერთი და იზოლირებულად მდებარეობს.