დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი.
"ამის შემდეგ პრეზიდენტ პუტინს წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე შევხვდები, ეს არის ბუდაპეშტი, რათა გავარკვიოთ შეგვიძლია თუ არა ამ უაზრო ომის დასრულება"- წერს დონალდ ტრამპი.