"არსებობს პარანოიდული შფოთვის ყოვლისმომცველი განცდა, რომ ისრაელი არ გაჩერდება სანამ ყველა ლიდერს არ მოკლავენ და არ დაამხობენ ისლამურ რესპუბლიკას"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალი საპროტესტო ტალღის დაწყების შემთხვევაშიც "დემონსტრანტებს უბრალოდ დახოცავენ, რადგანაც გუშაგთა კორპუსი კვლავ ფუნქციურია და ინარჩუნებს კონტროლს."
წერილში კენტი წერს, რომ არ ეთანხმება ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, რადგანაც ისლამური რესპუბლიკა არ წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკელი ხალხისთვის.