"ეს ინტერნეტ მიმის ფორმაა, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი გამოსახულია, როგორც ჯუნგლების მეფე, ხოლო დემოკრატი პოლიტიკოსები მეფე ლომის სხვა პერსონაჟები. გთხოვთ შეწყვიტოთ ყალბი აღშფოთება და გააშუქოთ მოვლენები, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის"- განაცხადა ლიუიტმა.
რეგიონის კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრისგან დიპლომატიური გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია და უახლოეს პერიოდში სამხედრო დაპირისპირების მაღალი რისკი შენარჩუნდება.
იანვრის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიმართულებით დამატებითი სამხედრო გემები მიემართებიან. ამავდროულად, მან შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვა.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, სტამბოლის სამიტის მიზანია შეთანხმდეს ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას გააჩენს - ტრამპის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ირანი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და მის შვედ კოლეგასთან განიხილა უკრაინისთვის განკუთვნილი შვედეთის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი.