სააგენტო Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ოფიციალური პირების ვარაუდით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში შესაძლოა უკვე ამ კვირაში გაიმართოს.
ისრაელელი მაღალჩინოსნები კვლავ ინარჩუნებენ რეჟიმის შეცვლის იმედს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამბოხი ჯერ კიდევ არ მომხდარა, ნეთანიაჰუს დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ნავთობის უმეტესობა ისედაც ჩინეთში მიემართებოდა, ხოლო სანქციების მოხსნა მისცემს საშუალებას რეგიონის სხვა ქვეყნებსაც შეიძინონ ირანული ნავთობი.
ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ბარნეა ირწმუნებოდა, რომ რეჟიმის დესტაბილიზაციის შემთხვევაში მოსადი და СIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) "დადებენ შედეგს."