ისრაელმა ირანზე დარტყმების წინ ერაყის უდაბნოში საიდუმლო სამხედრო ბაზა შექმნა - WSJ

გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელმა ეს ბაზა 28 თებერვალს ირანზე დარტყმების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ააშენა.

პუტინი: სომხეთმა სწრაფად უნდა აირჩიოს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის

"მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით და წავიდოდით, ასე ვთქვათ რბილი, ინტელიგენტური გაყრის, ურთიერთმომგებიანი გაყრის გზით"- ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

რუბიო და უიტკოფი ირანზე სალაპარკოდ კატარის პრემიერს შეხვდნენ

წყაროების ცნობით, მთავარი თემა ირანთან ომის დასრულების შესახებ 1-გვერდიანი მემორანდუმის ტექსტის შეთანხმებაა, რომელზე პასუხიც ვაშინგტონის ჯერჯერობით არ მიუღია.

The Economist: ГРУ ირანს სთავაზობდა დრონებს ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის

დოკუმენტში რუსეთის სამხედრო დაზვერვა, განმარტავს, რომ მათი მხრიდან დახმარების რესურსი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამოა შეზღუდული, თუმცა მათი აზრით მცირე დახმარებაც საკმარისი იქნება "გაართულოს" ამერიკული ოპერაცია.

WaPo: დაზვერვის მონაცემებით ირანი საზღვაო ბლოკადას მინიმუმ 3-4 თვე გაუძლებს

ამავე ანგარიშის მიხედვით, ირანი კვლავ ინარჩუნებს ომამდე არსებული ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და გამშვები დანადგარების დაახლოებით 70%-ს. ასევე ათასობით იაფფასიან დრონს.

ირანმა და აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გაცვალეს

"ეს მსუბუქი შეხება იყო"- ასე შეაფასა ეპიზოდი დონალდ ტრამპმა და ირანის მმართველებს "შეშლილები" უწოდა, და უარესით" დაემუქრა, იმ შემთხვევაში "თუ სწრაფად" არ წავლენ შეთანხმებაზე.

ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს

ეს ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის უმაღლეს ეშენელობში მიმდინარე საკადრო წმენდის ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია.

აშშ-დან საწვავის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - Financial Times

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა დღეში 8.2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობპროდუქტის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის.