Gallup-ის კვლევა: ქოჩარიანის “სომხეთი” პირველ ადგილზეა

18 ივნისს, სოციოლოგიური კომპანია Gallup-ის სომხურმა ფილიალმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

სომხეთის მოქალაქეების 28.7% პრორუსი ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკ “სომხეთს” უჭერს მხარს, ხოლო ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია “სამოქალაქო კონტრაქტი” მეორე ადგილზეა ხმების 25.2%-ით. 

10.8%-ით მესამე ადგილზეა ბლოკი “მე მაქვს პატივი”, რომელშიც ყოფილი სახელისუფლებო პარტია “რესპუბლიკელები” შედიან. 

კვლევის თანახმად, სომეხი ოლიგარქის, გაგიკ ცარუკიანის პარტია ხმების 5.4%-ს მიიღებს.

გამოკითხულთა 51.1% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 11.4% კი ამბობს, რომ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები