-

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის და პარტნიორი მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, კრემლი ყალბი დემონსტრაციების ჩატარებითა და ამ ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, რომლის მიზანსაც უკრაინის დისკრედიტაცია წარმოადგენს. 

გთავაზობთ სტატიას უცვლელად, ქართულ ენაზე. 

2023 წლის 11 თებერვალს, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ შორის სამი ადამიანი იდგა, საიდანაც ერთ-ერთს პლაკატი ეჭირა, შემდეგი წარწერით: "ამერიკა, ევროკავშირი - შეწყვიტეთ უკრაინაში ომის დაფინანსება." 

თითქმის ერთ თვეში, 5 მარტს, ეს პიროვნება სენ-პიერის მოედანზე, მონმარტრზე, პარიზის მე-18 რაიონში იმყოფებოდა. ამჯერად, მან ნაცისტური მისალმება შეასრულა უკრაინის მხარდამჭერი ბანერების წინ, რომელზეც ეწერა: "ერდოღან, მიწისძვრა პასუხია რუსი ტურისტების მიღებაზე."

პირველი დემონსტრაცია კამერას აქვს გადაღებული, რაც შემდგომში სხვადასხვა სოციალური მედიის პლათფორმაზე გავრცელდა, მათ შორის - ფეისბუქზე, ტიკტოკსა და იუთუბზე. 

ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, ლე მონდი არაერთ ასეთს დემონსტრაციას დააკვირდა. ყველა შემთხვევაში, გავრცელებული გზავნილების მიზანს უკრაინის, ევროკავშრისა და თურქეთის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. სოციალურ მედიაში, გამოცემამ, ასეთივე ყალბი დემონსტრანტები და პოსტები აღმოაჩინა.

ამ ოპერაციის უკან რუსული სადაზვერვო სამსახურები დგანა. 

ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება შეგხვდეთ პარიზში, უკრაინისა და ერდოღანის საწინააღმდეგო აქციაზე.

რუსული სპეცსამსახურები საქმეში

რუსული ოპოზიციური გამოცემა Dossier Centre-თან და ევროპული საინფორმაციო საშუალებებთან - DR, Süddeutsche Zeitung, NRK, Westdeutscher Rundfunk, Expressen და SVT-თან თანამშრომლობით, ლე მონდმა მოიპოვა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ შექმნილი ორი დოკუმენტი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა. 

ერთ-ერთის სათაურია "ერდოღანის საწინააღმდეგო პროექტი," სადაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული გეოპოლიტიკური ურთიერთობებია მიმოხილული. რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ "ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი დაძაბულობაა," ასევე ხაზია გასმული "მკაცრ დიპლომატიურ ქმედებებზე" შვედეთსაა და თურქეთს შორის და სკანდინავიური ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროპაში "ანტი-ისლამური განწყობები მზარდია."

ამ "სენტიმენტზე" სათამაშოდ, ანგარიშის ავტორები რეკომენდაციას გასცემენ, რომ "ადგილობრივმა ან ემიგრანტმა" თურქეთის დროშის დაწვა გადაიღოს ან "ერდოღანის შეურაცმყოფელი" ლოზუნგებით სხვადასხვა ქალაქში გამოჩნდენ (ბრიუსელი, პარიზი, ჰააგა, ფრანკპურტი). 

ინკოგნიტო ევროპელი დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ამ ტიპის ოპერაციებზეა სპეციალიზირებული აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კამპანიები საკმაოდ დამაჯერებელია: "ამ ტიპის ჰიბრიდულ ომში, რუსული დეზინფორმაციის ნაწილობრივ მომართულია უკვე არსებული დაძაბულობების გამოყენებაზე, როგორიც არის თურქთსა და გერმანიას ან თურქეთსა და საფრანგეთს შორის." 

მეორე დოკუმენტი პარიზში ქუჩის აქციების ორგანიზებასა და პროცესის წარმართვას ეხება. რუსულ ენაზე დაწერილ ტექსტში ჩამოთვლილია ის მიზნები, რაც პარიზში, სენ-პიერის მოედანზე, 5 მარტს გასამართ აქციას უკავშირდება:

  • აჩვენეთ უკრაინის უმადური და პროვოკაციული რეაქცია თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე. 
  • გამოკვეთეთ პრო-უკრაინელი აქტივისტებისა და ზოგადად, ზელენსკის მმართველობის პირობებში მყოფი უკრაინული საზოგადოების დესტრუქციული ნაცისტური ბუნება. 

ანგარიში მთავრდება 60-მდე ბმულით (ფეისბუქი, ტიკ-ტოკი, იუთუბი), სადაც გათავსებული იყო ფსევდო დემონსტრაციების ფოტო და ვიდეო მასალა. 

როგორც მინიმუმ ათი ცრუ დემონსტრაცია

ციფრული პუბლიკაციების უკან მდგარი "პროფილების" გაანალიზებით, ლე მონდმა მოახერხა ამ ოპერაციის ჩატარების ვადების დადგენა. 2022 წლის დეკმებრის შემდეგ პარიზში, მადრიდში, ჰააგასა და ბრიუსელში 10 ანტი-უკრაინული დემონსტრაცია გაიმართა, რაც პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

როგორც გაირკვა, ყველა დემონსტრაცია ერთმანეთის მსგავსი მეთოდით ხორციელდებოდა: აქციაზე მიდის სამი ადამიანი, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან უკრაინის ომთან და ხალხის ფონზე იღებენ ფოტოებს, შემდეგი წარწერით: "ნატო - შეწყვიტე დონეცკის დაბომბვა" და "აღარ გაუგზავნოთ მეტი იარაღი უკრაინას, ზელენსკი ლუჰანსკსა და დონეცკს ბომბავს." 

 

დროის მცირე მონაკვეთში, ფსევდო დემონსტრანტები რამდინმე აქციაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჰააგაში კლიმატის საკითხებზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რამდენიმე დღეში ბრიუსელში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მუშაკების აქციაზე აღმოაჩინეს. 

ლე მონდმა მიაკვლია და დააკვშირება სცადა იმ სამ ადამიანთან, რომლებიც ყალბ დემონსტრაციებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ მათ საუბარი არ ისურვეს.

ლე მონდის მიერ იდენტიფიცერბული 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ფსევდო დემონსტრაციაში მონაწილეობენ.

რეკრუტირება რუსული სარეკლამო განაცხადების გამოყენებით

პოსტების უმრავლესობა ფეისბუქის სამი ანგარიშიდან ვრცელდებოდა: Aymen H, Annie C და Mohammed T. Aymen H მათ შორის ყველაზე აქტიური იყო, რომელიც სენ-პიერის მოედანზე გამართული აქციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.

ფეისბუქზე არსებული ინფორმაციის თანახმად იგი ბუირაში, ალჟირში ცხოვრობს. თუმცა, ერთ-ერთი საჯარო ჯგუფში, მან საკუთარი ტელეფონის ნომერი დაწერა, რომელიც +7-ით, ანუ რუსული კოდით იწყებოდა. 

რუსეთთან კავშირი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ლე მონდმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიაკვლიეს მის ანგარიშს VKontakte-ში (ფეისბუქის მსგავსი, რუსული), ასევე აღმოაჩნეს ტიკ-ტოკის ანგარიში, სადაც ის თავად ამბობს, რომ პეტერბურგში ცხოვრობს. 2022 წლის ივლისში მან ატვირთა ვიდეო, სადაც პეტერბურგის ერთ-ერთ ხიდზეა იმყოფება. 

 

ტიკ-ტოკზე Aymen H-ს ატვირთული აქვს ვიდეო, სადაც პეტერბურგის ცენტრში მყოფ ხიდზეა. 

დოსიე ცენტრმა მისი პასპორტის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის თანახმადაც, Aymen H რუსეთში, 2019 წელს სწავლის მიზნით ჩავიდა. 2020 წელს, რამდენიმეჯერ ჰქონდა ორმხრივი გასვლა სტამბულსა და ალჟირში. 2022 წელს, აქციების გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, ის გაწევრიანდა რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც პარიზში, ბრიუსელსა და მადრიდში, სამსახურთან დაკავშირებული განცხადებების გასავრცელებლად გამოიყენებოდა, სადაც დღის განმავლობაში, რამდენიმე შეთავაზება განათავსა.

მისი შეთავაზების თანახმად, საჭირო იყო "ფოტოების გადაღება," რაშიც თითო ადამიანს 80-დან 100 ევრომდე გადაუხდიდა. 

ლე მონდი დაუკავშირდა ამ სამ ადამიანთან დაკავშირებულ პირებს, რომლებმაც უარყვეს ფსევდო დემონტრაციების ორგანიზებაში მონაწილეობა. რამდენიმე საათის შემდეგ, ორი ანგარიში - Aymen H და Mohamed T საერთოდ წაიშალა.

ლე მონდი დაუკავშირდა საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. 

მცირე ან პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი

რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შიდა ანგარიშის თანახმად, სენ პიერის მოედანზე განხორციელებული ოპერაცია უაღრესად წარმატებული გამოდგა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯამში "100,000 მომხარებელს მიწვდნენ." ლე მონდმა დაადგინა, რომ რეალობა კარდინალურად განსხვავებულია, რადგანაც Facebook-ის პოსტებს მცირე ან ფაქტობრივად ნულოვანი შედეგი ჰქონდა.

Annie C-მ გაავრცელა ინფორმაცია სენ პიერის მოედანზე ინსცენირებული დემონსტრაციის შესახებ ჯგუფში - "თურქული დიასპორა ევროპაში. "ტექსტს 9 მოწონება ჰქონდა, ხოლო ფოტოზე თანდართულ ტექსტს ეტყობდა, რომ ინტერნეტის საშუალებით, ნაჩქარევად იყი თარგმნილი. ერთ-ერთმა მომხარებელმა ასეთი კომენტარი დაუტოვა: "ძალიან საეჭვო ანგარიშია, პრო-რუსი უნდა იყოს, სულაც პუტინის ტროლი."

Youtube-სა და Tik-Tok-ზე განთავსებულმა ვიდეოებმა ჯამში 15,000 ნახვა და რამდენიმე ასეული მოწონება დააგროვა. 82 კომენტარს შორის, უდიდესი უმრავლესობის ავტორი "ბოტები" იყვნენ, ე.წ ფეიკ ანგარიშებს იყენებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად გაზარდონ ჩართულობის მაჩვენებელი. კომენტარები იყო უთავბოლო, კოპი-პეისტით გადმოტანილი, რომლებიც იწერებოდა ისეთი ანგარიშებიდან, რომლებსაც სახელი, გვარი ან ანგარიშის ფოტო აკლდა. 

იდენტური შინაარსის მქონე პოსტების სქრინშოტები ფეისბუქიდან, რომელიც ორგანიზებული იყო რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ

ზოგიერთ სოციალური მედიის პლათფორმაზე პოსტების დარეკლამება შესაძლებელია, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, გავრცელების მეთოდი შესაძლოა სამოყვარულოს ჰგავდეს, ლოგიკას მაინც მიჰყვება, როგორც ამას ნიკა ალეკსეიევა, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ამბობს.

"ამ კამპანიების აღმოჩენა და წაშლა სწრაფადაა შესაძლებელი"- ამბობს ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენელი, "დიდი რაოდენობის ფულის დახარჯვის შემთხვევაში, შესაძლოა ეს თანხა დაიკარგოს, თუკი კამპანიას მალე აღმოაჩენენ და  წაშლიან, ამიტომაც, რუსეთი მცირე და ერთი შეხედვით დილეტანტურ კამპანიებს წარმოებას ცდილობს." 

ხოლო იმ მცირე რაოდენობის რეალურ ადამიანზე, რომლებსაც ამ ინფორმაციით სოციალურ ქსელში მიწვდნენ, ზეგავლენა ვერ მოახდინეს. ამ პოსტის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთმა მომხარებელმა, აპრილის ბოლოს დაწერა: "სასაცილოა... პუტინი ხვდება, რომ ამ ომს ვერ მოიგებს, ეს ფსევდო-დემონსტრაციები ამის მტკიცებულებაა."

მსგავსი სიახლეები