-

კარნეგის ფონდის მიწვეული ექსპერტი, ტატიანა სტანოვაია პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებას აფასებს. გთავაზობთ მისი მოსაზრების თარგმანს.

რამდენიმე მოსაზრება პრიგოჟინის სიკვდილის ფონზე:

1) თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის მიუხედავად, ყველა მიიჩნევს, რომ ეს სამაგიეროს გადახდა და შურისძიება იყო, კრემლი კი ამ შეხედულებას არ შეეწინააღმდეგება. პუტინის, ისევე როგორც უშიშროებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების გადმოსახედიდან, პრიგოჟინის სიკვდილი პოტენციური მემკვიდრეებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

2) ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა დასჭირვებოდა პუტინს პრიგოჟინი რაიმე სახით დაუმორჩილებლობის შემდეგ. ერთადერთი შეკითხვა ის იყო, შეუნარჩუნებდნენ თუ არა სიცოცხლეს. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ კრემლი თანდათან ყველა გეოპოლიტიკურ პროექტს ჩამოაშორებდა. დაუმორჩილებლობის შემდეგ, პრიგოჟინი სახელმწიფოს პარტნიორი აღარ იყო და ამ სტატუსს ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ დაიბრუნებდა. ამასთან, მისთვის არ უპატიებიათ. პრიგოჟინი დაუმორჩილებლობის მხოლოდ დროებით იყო საჭირო, სანამ "ვაგნერს" რუსეთში ნელ-ნელა დაშლიდნენ და ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად ბელარუსში გადაიყვანდნენ.

3) პრიგოჟინი კლასიკური მოღალატე არ ყოფილა - მას გაცნობიერებულად კი არ უღალატია სამშობლოსთვის, არამედ "ჭკუიდან გადავიდა", რასაც პუტინის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა. შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, იქნებოდა თუ არა ეს საკმარისი საიმისოდ, რომ მას ეცოცხლა. პრობლემა აქ იმაშია, რომ თუკი პირად დონეზეც, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა (რაც შეიძლება, არც მომხდარიყო),  სახელმწიფო დონეზე (როგორც პუტინი ხედავს), სისუსტე იქნებოდა. ასეც იყო. ცოცხალი, ენერგიული და იდეებით სავსე პრიგოჟინი უდავოდ მოსიარულე პრობლემა იყო რეჟიმისთვის, განასახიერებდა რა პუტინის პოლიტიკურ დამცირებას.

4) პოლიტიკურად აქტიური, კონსერვატიული საზოგადოების მოზრდილი ნაწილისთვის პრიგოჟინის სიკვდილი დამსახურებული შედეგია. ისინიც კი, ვინც მისდამი სიმპატიით იყვნენ განწყობილნი, დიდწილად გმობდნენ აჯანყებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამან ომის მიმდინარეობისას რეჟიმი დაასუსტა (და მართლებიც არიან).

5) პრიგოჟინი სიკვდილი პირდაპირი მუქარაა ყველას მიმართ, ვინც ბოლომდე მის გვერდით დარჩა ან ღიად უჭერდა მხარს. ეს პროტესტს უფრო მეტად ჩაახშობს, ვიდრე გამოიწვევს. ამდენად, არავითარ განსაკუთრებულ რეაქციას არ უნდა ველოდეთ. გულისწყრომა იქნება, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური შედეგები - არა.

მსგავსი სიახლეები