-

უკრაინის პრეზიდენს ინტერვიუ ჰქონდა ფრანგული მედიის - Le Monde-ის და BFMTV-ს ჟურნალისტებთან, სადაც მან მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა - მათ შორის მაკრონის ინიციატივაზე, რაც უკრაინიაში სახმელეთო ძალების განთავსებას გულისხმობს. 

ზელენსკის მიაჩნია, რომ შეიარაღების მიწოდების შენელება, შესაძლოა მესამე, ყველაზე მსხვილი შეცდომა აღმოჩნდეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

როგორ ვითარდება სამხედრო მდგომარეობა უკრაინაში? 

ახლახან დავასრულე შეხვედრა, მაღალი რგოლის სამხედროებთან: ფრონტზე არსებული მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე, გასული სამი თვის განმავლობაში იყო. ჩვენ გვქონდა პრობლემები საარტილერიო ამუნიციის, ანტი-საჰაერო თავდაცვისა და შორი რადიუსის ჭურვების ნაკლებობის თვალსაზრისით, რასაც რუსული დრონების სიმრავლე ემატებოდა. 

კარგი სამუშაო გავწიეთ რუსული საჰაერო ძალების წინააღმდეგ და აღვადგინეთ კონტროლი აღმოსავლეთში, სადაც რუსების წინსვლა შეჩერდა. 

სიმართლეა, რომ რუსებმა გაანადგურეს ავდიივკა [უკრაინული ქალაქი, რომელიც 17 თებერვალს დაეცა] და დაიკავეს ტერიტორია, მაგრამ დღეს, მათ, მეტი წინსვლა აღარ შეუძლიათ, ბევრი თვითმფრინავი დაკარგეს. 

როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ რუსების შემოჭრის შეკავება? რა არის დღეს პუტინის მიზანი?

ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები: ვერ ვიქნებით პოზიტიურები, სანამ ეს ომი გრძელდება და არ გავიმარჯვებთ. რატომ არ ვარ პოზიტიური მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში რუსების წინსვალ შევაჩერეთ? იმიტომ, რომ ერთი თვის ან ერთი კვირის შემდეგ, რუსებს შეეძლებათ კიდევ მილიონი ჭურვის მიღება, როდეს მათ, ვისაც ჩვენ ვეყრდნობით, ეს შესაძლებლობა არ ექნებათ. 

გესმით, რას გულისხმობდა მაკრონი, როდესაც უკრაინაზე საუბრის დროს, გამორიცხულად "არც ერთი ვარიანტი" მიიჩნია? 

ჩვენ ამაზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც ის კიევში ჩამოვა. მე მადლობა მინდა გადავუხადო დიდი შვიდეულის იმ ხუთ ქვეყანას, რომლებთანაც უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გავაფორმეთ, მათ შორის საფრანგეთთან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაზე დისკუსიაც პარიზში გაიამრთა: კიბერუსაფრთხოების სფეროში, მისი [მაკრონის] წინადადება პოზიტიურია, ჩვენ უკვე ვმუშაობთ პარტნიორებთან. 

ეს არ არის სამხედროების განთავსება, საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც ცვლიან მონაცემებსა და სადაზვერვო მონაცემებს. 

მაკრონს სურს, რომ უკრაინა არ დარჩეს ერთ ან ორ პარტნიორის ამარა. მას სურს კოალიციის აგება უკრაინის ირგვლივ. რაც შეეხება სწავლების სფეროს, საიდუმლო არაა, რომ სასწავლო მისიები - არტილერიაზე, თავდაცვის სისტემებზე, ჯავშანტექნიკასა და F-16-ზე უკვე გაიმართა. 

თუმცა, ემანუელმა [მაკრონმა] იცის კარგად, რომ წვრთნების გავლის შემდეგ, ჩვენ ჯარისკაცებს უკრაინულ გარემოსთან ადაპტირება და სწავლების გაგრძელება ესაჭიროებათ. ამ პროცესს ორჯერ მეტი დრო სჭირდება. შეთავაზება, რომ ეს წვრთნები სრულად ჩატარდეს უკრაინაში, შემცირდეს დრო და სრულად მოერგოს საომარ სიტუაციას, პოზიტიურია. 

ეს არ ნიშნავდა, რომ საფრანგეთის არმია უკრაინაში ჩარევას აპირებდა, საუბარი შეეხებოდა წვრთნებს, სხვადასხვა სფეროში. 

როდესაც ვსაუბრობთ საერთო წარმოებაზე, მე მაგალითად მსურს მოვიყვანო ფრანგული ცეზარები და გერმანული ლეოპარდის ტანკები. ორივე შემთხვევაში, როდესაც ეს შეიარაღება მივიღეთ, პერსონალს საზღვარგარეთ სასწავლო კურსი გავლა და შემდგომ უკან, უკრაინის რეალობაზე ადაპტირება მოუწია. 

როდესაც ეს ტექნიკა დაგვიზიანდა, საჭირო გახდა ევროპაში გაგვეგზავნა, რაც კიდევ ერთი ხანგრძლივი პროცედურა იყო. შესაბამისად, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ტექნიკოსების უკრაინაში ჩამოყვანაზე, უკრაინას ხომ აქვს ლიცენზია? ასეთი თანაწარმოება ორივე ქვეყნის ინტერსებს მოემსახურება. ბოლოს და ბოლოს, ცეზარი, რომელიც ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა ბრძოლის ველზე, ახლა პოპულარობას იძენს, რაც საუკეთესო რეკლამაა! 

სანამ უკრაინის არმია მტერს აკავებს, ფრანგულ ჯარს შეუძლია დარჩეს სარანგეთის ტერიტორიაზე. 

გასულ წელს თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი მაკრონი "კარგისკენ შეიცვალა," მაგრამ დღეს, ის კიდევ უფრო შორს წავიდა, საუბარია რუსეთის "გარდაუვალ მარცხზე." რითია განპირობებული, ეს ცვლილება? 

ვფიქრობ, მან გააცნობიერა, რომ პუტინმა პირადად მოატყუა. გარკვეულ ლიდერებს, პუტინმა, რამდენიმე დღით ადრე მისცა სიტყვა, რომ ადგილი არ ექნებოდა ფართომასშტაბიან აგრესიას, ამიტომაც, მაკრონი აღარ ენდობა პუტინს. მართლაც, რაღაც დრო დასჭირდა, მაგრამ შედეგი სახეზეა. 

ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს უსართხოების შეთანხმებას. პარიზი, 16 თებერვალი. 

არის კიდევ ერთი მიზეზი, და არ მგონია, მაკრონი წინააღმდეგი იყოს, ეს რომ ვთქვა: გუშინ [10 მარტს], საუბრის დროს, მე მას მადლობა გადავუხადე, უკრაინისთვის ამდენი დროის დათმობისთვის, მან კი მიპასუხა - "რათქმაუნდა, თუმცა მსურს, რომ იცოდე - მე ამას საფრანგეთისთვის ვაკეთებ." მას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინის დაცვა, ევროპის და საფრანგეთის დაცვას ნიშნავს. 

რომის პაპმა მოწოდება გააკეთა მოლაპარკებებისკენ ან ზავისკენ, რაც მშვიდობის წინაპირობა გახდებოდა. განიხილავთ პაუზას შესაძლებლად? 

ოდესაში მომხდარი [5 მარტს, უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერისგან, რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებულ ადგილზე განახორციელა თავდასხმა რუსეთმა] კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინი მოლაპარაკებებით დაინტერსებული არ არის. მისთვის პაუზა არა მოლაპარკებები, არამედ ჟანგბადი იქნება, რათა სუნთქვა დაარეგულიროს, დრო დაუთმოს ჯარის შესაძლებლობების აღდგენას, წვევამდელების გაწვრთნას, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე მოუმზადებლები მოდიან. ასევე, წარმოების ხელახლა აღდგენა: ახლა, ჩვენს წინააღმდეგ ჩრდილო კორეულ ჭურვებს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დეფიციტი აქვს. 

პუტინი აგრძელებს ბირთვულ დაშნებას. უნდა მივიღოთ თუ არა სერიოზულად? 

ჩემი აზრით, ვინც ასეთ საფრთხეს ასხივებს, სხვა ბირთვული სახელმწიფოების წინააღდმეგ, არასერიოზულია. ეს უბრალოდ რიტორიკაა. შესაძლებელია, რომ მან სახმელეთო ოპერაცია განახორციელოს ნატოს ტერიტორიაზე, ის ამის გამკეთებელია, რადგანაც პასუხად, ბირთვული შურისძიება არ იქნება. 

ეს შეიძლება შეეხოს ბალტიის ქვეყნებს ან მოლდოვას. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეეცდება ყაზახეთში დესტაბილიზაციას, მისი გეგმა ნათელია: გაზარდოს დესტაბილიზაციის წყაროები მთელს მსოფლიოში, რადგანაც, რაც უფრო მეტგან იქნება დესტაბილიზაცია, მით უფრო ძლიერი პოზიციები ექნება მოლაპარაკებებში.

მას არ სჭირდება ამა თუ იმ ქვეყნის განადგურება - საკმარისია დესტაბილიაზაცია და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. 

ეროვნულ ასამბლეაში უკრაინაზე დებატების წინ, რას ეტყოდით ფრანგებს, რომლებსაც ეშინიათ ომის არეალის გაფართოების? 

თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან. ხოლო თუ რუსეთი, ნატოს ტერიტორიაზე შემოიჭრება, დიახ, მაშინ თქვენს შვილებს იქ გაგზავნიან. ეს სხვა საკითხია, რაც ნატოს კოლექტიური გადაწყვეტილება იქნება, რაზეც მე კომენტარი არ მაქვს. 

თუმცა, ჩვენი შვილები იღუებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვარი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ყველაზე მძიმე ფასს ვიხდით. 

2024 წელს რამდენი მებრძოლის მობილიზებას გეგმავთ? რატომ არის შეფერხება პარლამენტში, ამ საკითხზე, დებატების დაწყებაზე, მაშინ, როდესაც ფრონტზე მყოფი მებრძოლები მოუთმენლად ელიან როტაციას? 

ამ საკითხზე ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. მობილიზაცია, ომის დაწყების პირველივე დღიდან გვაქვს და საომარი მდგომარეობის გამოცხადების მერე, არცერთი წუთით შეჩერებულა. არის თუ არა იდეალური? - არა. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია მშვიდობიანობის პერიოდში. 

როდესაც ომში ხარ, ხვდები, რომ არსებობს პრაქტიკული დეტალები, რაც აუცილებელს ხდის კანონმდებლობის შეცვლას. სწორად, ეს განიხილება პარლამენტში: როდის შეიძლება მობილიზებულის გათავისუფლება, რა კატეგორიის ადამიანების მობილიზაცია ან დემობილიზაციაა შესაძლებელი? 

ბევრი კითხვა ჩნდება როტაციაზე. სამხედროებს სურს იმის გაგება, თუ რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი, ხოლო კანონმდებლებს სურთ ნახონ, რა შედეგები მოყვება ამას საზოგადდოებისთვის. ეს იქნება საკითხები, რაზეც კენჭისყრა გაიამრთება. 

აპირებთ, რომ განაახლოთ საკუთარი პოლიტიკური გუნდი მას შემდეგ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობის განახლებას მორჩებით?

სამხედრო ხელმძღვანელობის განახლების პროცესი ახლა მიმდინარეობს,  უკრაინის შეიარაღღაებული ძალების აუდიტზე დაფუძნებით. რაც შეეხება ეკონომიკას და ჩვენს მთავრობას, წინ საბიუჯეტო შეზღუდვები გველის.

დღეს, პრიორიტეტი ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვააა, რაშიც მთელს ჩვენს რესურს ვდებთ. ასე რომ, თუ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული სამინისტროების გაუქმება, ამას გავაკეთებთ. 

გეშინიათ თუ არა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მსგავსად, როგორც თქვენს ევროპელ კოლეგებს? 

თუ ამერიკული საზოადოება არ შეიცვლის დამოკიდებულებას უკრაინის, ჩვენი საერთო ღირებულებების, პუტინის, როგორც დემოკრატიის ნომერ პირველი მტრის მიმართ, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა - პრეზიდენტი ტრამპი იქნება თუ ბაიდანი, რადგანაც საზოგადოებრივი ხმის გათვალისიწნება მოუწევს. 

გასაგებია თქვენთვის ევროპელი კოლეგების განსხვავებული პოზიციები? მიგაჩნიათ თუ არა გერმანიის დამოკიდებულება დაბრკოლებად? 

ვერ ვიტყოდი, რომ ევროპა დაყოფილია. ვფიქრობ, რომ ევროპა განსხვავებული იყო რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიამდე. ზოგი, რუსეთსა და უკრაინას შორის ტრიალებდა, იყვნენ რუსეთის მხარესაც, ხოლო ზოგიერთი უკრაინის პოზიციებს იჭერდა. შეჭრამ, გააერთიანა ევროპა უკრაინის გარშემო. 

უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია, პარიზი. 

განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებებში, მაგრამ ევროპელი ლიდერების 90% უკრაინის მხარეს არიან, და სწორად ამ მხარდაჭერის გამო შეძლო უკრაინამ, რუსეთის შეჩერება. 

სხვაგვარი ხმებიც ისმის: უნგრეთის პრემიერი ორბანი, ხანდახან ძალიან სახიფათო თამაშს მისდევს. პირველ რიგში, ეს სახიფათოა უნგრეთისთვის. ამ ქვეყანამ იცის, თუ რას ნიშნავს შემოჭრა, იცის რა შედეგები მოჰყვება ფაშისტურ რეჟიმებს და ამიტომ მიკვირს, მათი რადიკალური გზავნილების უკრაინის მიმართ. ტრამპთან ერთად თამაში, არაფრის მომტანია. ის დამოუკიდებელი ლიდერია და არავის უყვარს სუსტი მეგობრების ყოლა. 

როგორ ფიქრობთ, რა დროს დაუშვა ევროპამ შეცდომა რუსეთთან მიმართებით? 

პირველ რიგში 2022 წლის 24 თებერვლამდე, არაერთ შეცდომას ჰქონდა ადგილი. ისე თუ ასე, ყველას სურდა, რომ პუტინისთვის ხელის გაწოდება ან მისი ყურადღების მიპყრობა, ეჩვენებინა, რომ ამ ტერორისტის დამშვიდება შესაძლებელი იყო, რაც არასწორი აღმოჩნდა. 

არ ყოფილა საკმარისად მკაცრი რეაქცია ყირიმის ოკუპაციისა და დონბასის ომის შემდეგ. მსოფლიოს, პუტინისთვის თავისი ადგილი უნდა მიეჩინა. ამ აგრესიის შემდეგ, ყველამ ამერიკისკენ გაიხედა: მიიღებენ თუ არა სანქციებს? ევროპასა და აშშ-ს ლიდერობა უნდა ეკისრათ და მკაცრი სანქციები გამოეყენებინათ. 

ბოლოს, იარაღის მიწოდების ნელი ტემპის მიზეზით, არსებობს მესამე შეცდომის რისკი - მსოფლიომ ყურადღება გადაიტანოს უკრაინიდან. 

გააქვთ მოლოდინი, რომ ერთ დღესაც გერმანულ ტაურუსის რაკეტებს მიიღებთ? 

ეს კითხვა, ოლაფ შოლცს უნდა დაუსვათ.

 

მსგავსი სიახლეები