ნავალნი სასამართლოს სთხოვს ღამით საათობრივი შემოწმებები შეწყდეს

ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციას სთხოვს დაასრულონ ღამით საათობრივი შემოწმებები, რომლის მიზანიც მისი გაქცევის რისკის შემცირებაა.

სასამართლოზე ვიდეო-ჩართვისას ნავალნიმ მოსამართლეს მიმართა: “მე უბრალოდ მინდა აქ მოსვლა და ღამით ჩემი გაღვიძება შეწყვიტონ.”

“რა გავაკეთე: ღობეზე გადავძვერი? გვირაბი გავთხარე? ვინმეს პისტოლეტი წავართვი? უბრალოდ ამიხსენით, როგორ არსებობს გაქცევის რისკი?” - დასძინა მან.

ნავალნიმ მოსამართლეს უთხრა, რომ ის ასეთი მოპყრობის შემთხვევაში “ერთ კვირაში გაგიჟდებოდა” და ეს “ფაქტობრივად წამებაა.”

--------------------------------------------------------------------------------

ნავალნის სასამართლომ თებერვალში 2 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ადრე თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი, მოსკოვის სასამართლომ კი ჩათვალა, რომ მან პირობითი მსჯავრის წესი დაარღვია, როდესაც გერმანიაში ყოფნის დროს რუსეთის პრობაციის სამსახურში არ გამოცხადდა.

 



მსგავსი სიახლეები