10 წელი ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან - როგორ მიაგნეს და მოკლეს N1 ტერორისტი
ძებნა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები
მოჰამად კაჰტანი
შეიხ ხალიდ მოჰამადი, ფოტო გადაღებულია 2003 წლის მარტში მოჰამადის დაკავებისას.
პერსპექტივები ისლამისტებისთვის
ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების უმეტესობა ლოკალურია - თალიბანი ძირითადად ავღანეთშია მობილიზებული, ბოკო ჰარამი ნიგერიაში, ალ შაბაბი სომალის ნახევარკუნძულზე. ეს წინა ათწლეულთან შედარებით რადიკალური ცვლილებაა. ბინ ლადენის დიდების დღეებისგან განსხვავებით, როდესაც ტერორისტები შორეულ მტერზე [აშშ-ზე] იყვნენ ფოკუსირებულები, დღეს ისინი ძირითადად ადგილობრივ ხელისუფლებებს ებრძვიან.
ალ-ქაიდა დეზინტეგრაციას განიცდის, ორგანიზაცია მცირე ფრაქციებით მთელ მსოფლიოსაა მოდებული, თუმცა ცენტრალური მმართველობის სისტემისა და მოწესრიგებული იერარქიული სტრუქტურის გარეშე. უკეთ გამოიყურება ისლამური სახელმწიფო, უკეთესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ისლამური სახელმწიფოც ამ დროისთვის გლობალური მიზნებისთვის აღარ იბრძვის. ორგანიზაცია ძირითადად არასტაბილური, მოშლილი სახელმწიფოების ძებნაშია, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებს ოპერირებას.
ისლამისტური მოძრაობების ამგვარი ლოკალური სახე ამცირებს გლობალური ჯიჰადის შანსებს, ამ ფონზე მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს სულ უფრო ნაკლები თანაგრძნობა აქვთ, ტერორისტების მიზნების მიმართ. პოლიტიკური ისლამი, რომელიც 1970-იან წლებში წარმოიშვა უმთავრესად დაკავშირებული იყო ადგილობრივი რეჟიმების უმძიმეს ჩავარდნებთან. ისლამისტებმა ისარგებლეს ადგილობრივი მონარქებისა და დიქტატორების ჩავარდნით - ხალხისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა.
ადგილობრივი ტირანების და დიქტატორების მიერ შემოთავაზებული ვესტერნული მოდერნიზაციის სანაცვლოდ ისლამისტებმა საზოგადოებას პოლიტიკური ისლამი შესთავაზეს. მოგვიანებით, აიმან ზავაჰირის და ოსამა ბინ ლადენის მსგავსმა ადამიანებმა პოლიტიკური ისლამი გასამხედროებულ მოძრაობაში გადაზარდეს და ტერორი ჭეშმარიტად ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელ წინაპირობად წარმოადგინეს.
რელიგიის კვლევის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ ესეში, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორი ჰაშემ ნადერი ამბობს, რომ ისლამისტური მოძრაობები ყოველთვის ჯერ კიდევ გამოუცდელ ოპოზიციურ მოძრაობებს წარმოადგედნენ. ისლამისტური მოძრაობები საზოგადოებას მუსლიმურ სამყაროში არსებული რეალობის მისტიკურ ალტერნატივას სთავაზობდნენ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება იმ ისლამისტური მოძრაობების რიცხვი, რომლებიც ლეგალური პოლიტიკაში ჩაერთვნენ.
მათი რიცხვი მზარდია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ირანი, თუნისი, ეგვიპტე, სუდანი, ღაზას სექტორი და იორდანია. აღმოჩნდა, რომ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვამ, პოლიტიკური ისლამის პრესტიჟი მნიშვნელოვნად გააფერმკთალა.
ამ დროისთვის მილიონობით მუსლიმი თვალს ადევნებს პოლიტიკურ ისლამს მოქმედებაში და როგორც წესი ეს მათ ეს არ მოწონთ. ისლამური სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ აღმოჩენილმა სირიელებმა დარჩენას პირველივე შესაძლებლობისთანავე გაქცევა ამჯობინეს. ეგვიპტელებმა გააპროტესტეს მუსლიმური ძმობის მმართველობა. ერაყელმა შიიტებმა დაინახეს როგორ გადაიქცა ისლამისტური მოძრაობები კორუმპირებულ პარტიებად, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან სხვა მოთამაშეებისგან.
მსოფლიოს ერთადერთ ისლამურ თეოკრატიაში, ირანში პერიოდულად დიდი საპროტესტო გამოსვლები იმართება, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ქვეყნის ლიდერებით. პოლიტიკური ისლამის ჟანგბადის მთავარი წყარო - არსებული რეჟიმების უკმაყოფილება და რელიგიური ლიდერების მიერ შემოთავაზებული მისტიკური ალტერნატივა იყო, ეს კი მიმზიდველობას ყოველდღიურად კარგავს.
ის რაც ამ წამს ლოკალური პრობლემებს წარმოადგენს არც სცდება თავის არეალს, ტერორისტები მსოფლიოს გარშემო სულ უფრო ნაკლებად არიან ამ საქმიანობაში რაიმე გლობალური მიზეზების გამო. ბოლო წლებში საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტებიც ამას მოწმობს. საფრანგეთში ტერაქტები მოაწყვეს არა რომელიმე დიდი ტერორისტული ქსელის წევრებმა, არამედ თვითრადიკალიზებულმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ამგვარი გადაწყვეტილება სხვადსახვა მიზეზის გამო მიიღეს.
პოლიტიკური ისლამის, ისლამური ტერორიზმის და მუსლიმურ ქვეყნებში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით პროგნოზები კომპლექსური და განსხვავებულია. არაბული გაზაფხულიდან 10 წლის შემდეგ ფაქტია, რომ პოპულარუმა სახალხო გამოსვლებმა, დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით ვერც გლობალურ და ვერც რეგიონულ წარმატებას მიაღწია. არაბულ გაზაფხული არაბულ ზამთარში გადაიზარდა, მაგრამ ეს ამავდროულად აჩვენებს, რომ მილიონობით მუსლიმს გაცილებით უფრო მეტად სურს თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე ხალიფატი.