ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერი დააპატიმრეს

2-კვირიანი დევნის შემდეგ ამერიკელმა სამხედრო დააპატიმრეს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებული ბლოკადისა და სანქციების დარღვევაშია მხილებული, ასევე ცნობილი ხდება კიდევ ერთი ტანკერის დაპატიმრების შესახებ, რომელიც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემად მიიჩნევა. 

ვითარების არსი: გემების დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

  • თავდაპირველად Bella 1-ის სახელით ცნობილ გემი ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში დააპატიმრეს. 

  • პარალელურად აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხრეთ სარდლობა კარიბის ზღვის აუზში "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი გემის Sophia-ს დაპატიმრების შესახებ აცხადებს. 

ჩაშლილად: "გემი დაპატიმრებულია ამერიკის პრეზიდენტის განკარგულების ფარგლებში, რომელიც მიმართული სანქცირებული გემების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებას"- ნათქვამია განცხადებაში. 

  • აღნიშნული ტანკერი თავდაპირველად გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა და Bella 1-ის სახელწოდებას ატარებდა, თუმცა ვენესუელაზე ამერიკული ფლოტის წნეხის ზრდის პარალელურად გემმა სახელი Marinera-თი შეიცვალა და რუსეთის დროშა აღმართა. 

  • გემის დაპატიმრების გეგმის შესახებ ამერიკაში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, თუმცა ამის შემდეგ ტანკერმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და მისი დაპატიმრება მხოლოდ დღეს მოხერხდა. 

დიდი სურათი: Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთმა გემის მხარდასაჭერად წყალქვეშა ნავიც გაგზავნა და დიპლომატიური არხებით ამერიკას სთხოვა შეეწყვიტათ ტანკერის დევნა. 

  • Reuters-ის ინფორმაციით Marinera-ს დაპატიმრების მომენტში რუსეთის წყალქვეშა ნავი მახლობლად იმყოფებოდა, თუმცა გემის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. 

მეორე მხარე: გასულ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ "შეშფოთებით ადევნებენ თვალს" მათი დროშის ქვეშ მცურავი "მშვიდობიანი" გემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

  • ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ გემთან კავშირი დაკარგულია. 

კონტექსტი: პარალელურად აშშ-ს ომის მდივანი, პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვენესუელურ ნავთობზე დაწესებული ემბარგო კვლავ ძალაში რჩება. 

მსგავსი სიახლეები